ფოთის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში, ახალგაზრდებს 2023 წლის ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პირველადი სახე გააცნეს.
წინა წელთან შედარებით, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი გაზრდილია და ზრდა შეეხო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების დაფინანსებას როგორიცაა – განათლება, სპორტი, ახალგაზრდული პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალურ მიმართულება.
ახალგაზრდებს ბიუჯეტის პროექტი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
ლექსო თოდუამ, კულტურის და საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.
ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.