ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ძალადობის პრევენციის ფარგლებში, კამპანია – ,,არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ ჩატარდა.
კამპანია 19 ნოემბრიდან – 8 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა და მასში ჩაერთო ქალაქის ყველა საჯარო სკოლა, კერძო სკოლა და ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი.
კამპანიის ფარგლებში გაიმართა ძალადობის შესახებ თემატური ლექცია-საუბრები, დისკუსიები, საჯარო დებატები, კლასის საათები. მოეწყო გამოფენები და ვიდეორგოლების ჩვენებები.
9 დეკემბერს კი გაიმართა კამპანიის – ,,არა ბავშვთა ძალადობას, ძალა უფლებას“ დახურვის ცერემონიალი და ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა თემატური პოსტერების და ნახატების გამოფენა. ღონისძიება დაიხურა პროექტში მონაწილე სკოლების დაჯილდოებით.