2022 წლის 21 დეკემბერს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ( მის: აღმაშენებლის #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
დღის წესრიგი №12
- განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის- გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა
კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ხარჩილავა