დღეს, 2022 წლის 22 დეკემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთოთხმეტე გეგმური სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტი – დანართი.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოწმობის, სამკერდე ნიშნის ნიმუშისა და აღწერილობის დამტკიცების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.