ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოსახლეობისთვის საახალწლოდ სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ და საკრებულოს წევრებმა ქალაქში მცხოვრებ სოციალური სტატუსის მქონე პირებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფის წარმომადგენლებს დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს და სასაჩუქრე კალათები გადასცეს.
სადღესასწაულო ნობათი ჯამში 1340 ბენეფიციარს დაურიგდება.