ფოთში 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენების და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქალაქის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ოლიმპიურ სპორტის სახეობა კრივში მიღწეული წარმატებებისთვის მიენიჭა აკაკი ბასარიას, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ბესიკ მანჯავიძე დასახელდა.
არაოლიმპიურ სპორტის სახეობა ჭიდაობა სამბოში წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა ლუკა გადელია, საუკეთესო მწვრთნელის ტიტული კი მიენიჭა ვალერიანე გიგიბერიას.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ:
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე- ლუკა მატკავა ნომინაციაში 2022 წლის წარმატებული ახალგაზრდა;
ხელბურთის კლუბი ,,ოქროს ვერძი’’-2021-2022 წლებში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე სპორტის სახეობა ხელბურთში 14, 16 წლამდე ასაკის გოგონებში და ქალებში მიღწეული წარმატებებისთვის;
ქალაქ ფოთის ფეხბურთის სასპორტო სკოლა-2021-2022 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველობებზე U-10, U-11, U-12, U-13, U-14, U-15, U-16 შორის და იმერეთის ღია ჩემპიონატზე U-17 შორის მიღწეული წარმატებებისთვის;
ქალაქ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა- 2022 წელს ქალაქ ფოთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა შორის სპორტულ ღონისძიებებზე მიღწეული წარმატებებისთვის;
აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ფოთელ სპორტსმენთა მიღწევების წარმოჩენასა და ქალაქის საზოგადოებისთვის მათ წარდგენას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენებს და მწვრთნელებს ფულადი ჯილდოები გადასცა.