ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებები ზღაპრის გმირების და ორკესტრის საზეიმო მსვლელობით დაიწყო.
მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. პატარებს კი თოვლის ბაბუამ უმასპინძლა.
საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლი ,,გორდელა” და ჯგუფი ,,ბანდეროლი”.