მოგეხსენებათ ფოთში ძლიერი ქარის და სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის ნაწილი, მუშა მდგომარეობიდან გამოვიდა ელექტრო გადამცემი ბოძები და მოგლეჯილია ხეები. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. აღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქის ნაწილს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია. ყველა დაზიანებულ უბანზე ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მიერ დილიდან მიმდიონარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ქალაქის მთლიან ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად და შექმნილი პრობლემური ვითარების შესწავლის მიზნით მობილურ ჯგუფებთან ერთად ატარებს უწყვეტ მონიტორინგს და მუშაობას განაგრძობს საგანგებო რეჟიმში. სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გაიმართა შეხვედრები არსებული ზარალის ადგილზე გაცნობის მიზნით.
მოქალაქეთა საყურადღებოდ !
მოსალოდნელი ქარის სიჩქარის ზრდის გამო, მოგიწოდებთ გადაუდებელი გარემოების გარდა მოერიდოთ გადაადგილებას და მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოება.