ფოთში, სტიქიისგან დაზიანებულ მრავალბინიან სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში გადახურვისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარეობს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების სახურავების გაწმენდა/გასუფთავება, რის შემდეგაც სწრაფი ტემპით დაიწყება აღდგენითი ღონისძიებები.
ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ტიპი და ოდენობა. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები:
მერიის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებულ კერძო სახლების მესაკუთრეებზე ფულადი კომპენსაცია გაიცემა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით მყისიერად განხორციელდება სტიქიისგან მიყენებული მუნიციპალური ობიექტების ინფრასტრუქტურის ზიანის აღმოფხვრის პროცესი.