2023 წლის 26 იანვარს, 12:30 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ( მის: აღმაშენებლის #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
დღის წესრიგი
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩა N14-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.07.648) და მშვიდობის ქუჩა N16-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.07.590) მდებარე უძრავ ქონებაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის უზუფრუქტის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- დადგენილების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“.
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის-გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალება NEW HOLLAND LB90-B-4PT (რეგისტრაციის ნომერი OO 307 K, გამოშვების წელი 2008, ტიპი- ექსკავატორი)ზე და სატრანსპორტო საშუალება KAMAZ 65115 (რეგისტრაციის ნომერი ZZ 501 ZV, გამოშვების წელი2014, ტიპი- სპეციალური)-ის თვითმცლელად გადაკეთების შედეგად დარჩენილ ნაგვის განსათავსებელ ბუნკერზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის (თხოვება) უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის- გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.“
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ხარჩილავა