ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 26 იანვარს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა,რომელზეც განხილულ იქნა 3 საკითხი:
დადგენილების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის N14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
განკარგულების პროექტი „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
ინფორმაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის 12 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 12 თვის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ გადახდებზე.