ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვით/ნაპირაღდგენით სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის განხორციელების შედეგად გადაიჭრება მნიშვნელოვანი საკითხი – შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფა.
პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ 759 ათას 167 ლარს შეადგენს. სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
პროექტის დასრულების შემდეგ, სანაპირო ზოლს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.