დღეს, 2023 წლის 30 იანვარს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი გეგმიური სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის №2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალება NEW HOLLAND LB90-B-4PT (რეგისტრაციის ნომერი OO 307 K, გამოშვების წელი 2008, ტიპი – ექსკავატორი)- ზე და სატრანსპორტო საშუალება KAMAZ 65115 (რეგისტრაციის ნომერი ZZ 501 ZV, გამოშვების წელი – 2014, ტიპი – სპეციალური)-ის თვითმცლელად გადაკეთების შედეგად დარჩენილ ნაგვის განსათავსებელ ბუნკერზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის (თხოვება) უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, მშვიდობის ქუჩა №14-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.07.648) და მშვიდობის ქუჩა №16-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.07.590) მდებარე უძრავ ქონებაზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის უზუფრუქტის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის № 27/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.