.
2023 წლის 2 თებერვალს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთოთხმეტე სხდომა.
დასწრება თავისუფალია.
დღის წესრიგი
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა