“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!”- 1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
ამ დღის აღსანიშნავად , ივ.ჯავახიშვილის სახელობის ფოთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება და საინტერესო აქტივობები გამართეს, რომელშიც ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე ჩაერთო.
ფოთის მერმა მოსწავლეებს აკაკი დაუშვილის მოთხრობა ,,ხვლიკი კოსტას ამბები” წაუკითხა და წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აქტივობების ფარგლებში , მოეწყო სახალისო თამაშები. წიგნის კითხვის პარალელურად, მხატვარმა გიული ღვანიამ , მოთხრობის სიუჟეტი დახატა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.