ნიკო ნიკოლაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში 2020-2021 წლების წარმატებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი, მერის მოადგილე ლექსო თოდუა და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნულ ღონისძიებაზე დაჯილდოვდა ამავე სკოლის პედაგოგი დემურ ზერაგია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დამსახურებული პედაგოგის წოდება მიანიჭა.
izmir escortაგრეთვე წარმატებულ 29 კურსდამთავრებულს 20 ოქროს და 9 ვერცხლის მედალი გადაეცა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს დამსახურებულ ჯილდოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგს, ასევე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!