დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე,საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2023 წლის საქართველოს უფროსი და ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის გამართული ჩემპიონატის გამარჯვებულ ფოთელ მოკრივეებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა, სადაც 3 მათგანი ოქროს და 1 ვერცხლის მედალოსანი გახდა.
ჩემპიონ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს მუნიციპალიტეტის სახელით ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ჩემპიონებს მიღწეულ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს!
.