დღეს, ფოთში საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Lion Trans – ის ტერმინალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრებთან, istanbul escort სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და კომპანიის ბიზნეს პარტნიორებთან ერთად ესწრებოდნენ.
ტერმინალი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და მას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 16 500-მდე კონტეინერის ტრანსპორტირებას ახორციელებს, სადაც ხდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის, აზერბაიჯანის და აზიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთების იმპორტი, ხოლო ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს ყველა მიმართულებით.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ტერმინალის ხელმძღვანელობას და მის თანამშრომლებს ულოცავს დღევანდელ დღეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
.