ფოთში, ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, ქართულ-სომხური საპილოტე არტ-რეზიდენციის პროგრამა „მომიტანე ჰორიზონტი BRING ME THE HORIZON” განხორციელდა. პროექტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის აქტივობა:
პროექტის მონაწილის, არტ-კურატორისა და მხატვრის, თეო ბურკის კურატორობით მოეწყო მულტიდისციპლინური ხელოვნების გამოფენა „მომიტანე ჰორიზონტი BRING ME THE HORIZON“ , რომელიც ორიენტირებულია ფოთის მდიდარი ეკოსისტემის წარმოჩენაზე. გამოფენაში 12-ზე მეტმა ქართველმა და საერთაშორისო არტისტმა მიიღო მონაწილეობა.
ხელოვნებათმცოდნე, არტ კრიტიკოსმა და მკვლევარმა, სუსანნა გიულამირიანმა გამართა პრეზენტაცია თემებზე: ფემინიზმი და არტ-რეზიდენციის წარმატებული მოდელი.
არტისტის, სარგის ჰოვჰანნისიანის ხელმძღვანელობით მოეწყო ლითოგრაფიის ვორქშოფი სამხატვრო სასწავლებლის მოსწავლეებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში , სტუმრებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან და ინოვაციების და მდგრადი განვითარების სამსახურის უფროსთან, ნინო გვასალიასთან. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს და ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ქართულ-სომხური საპილოტე არტ-რეზიდენციის პროგრამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.