ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2023 წლის 30 იანვარს დამტკიცდა N1/5 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ცვლილების მიზნით ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე ცვლილების განხორციელების მიზნით“, კერძოდ: ქალაქი ფოთი, რეკვავას ქ. N9-ში მდებარე, შპს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (04.01.10.077) შესაბამისი ფუნქციური ზონის მინიჭების შესახებ. შპს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილი სავაჭრო ობიექტისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის წინასაპროექტო კვლევისა და განაშენიანების დეტალური გეგმის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართება
24 თებერვალი, 2023 წელი
16:00 საათი
მისამართი: ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. N12
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზი