დღეს, 2023 წლის 22 თებერვალს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი:
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების თაობაზე.
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის №3/24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.