.
2023 წლის 2 მარტს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე რიგგარეშე სხდომა.
დასწრება თავისუფალია.
დღის წესრიგი
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
2. “საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 14 აგვისტოს №17/52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/