2023 წლის 2 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეოთხე რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი :
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის სესხის აღების თაობაზე თანხმობის მიცემისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2018 წლის 14 აგვისტოს №17/52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.