დღეს 3 მარტს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, საბჭოს წევრები ნანა საბულუა და ქეთევან სუხიაშვილი შვიდი შვილის დედას შინ ესტუმრნენ და დედის დღე მიულოცეს.
საკრებულოს წევრმა ოლეგ ნაჭყებიამ ოჯახს საკვები პროდუქტი და ღუმელი შეუძინა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ქალბატონ ლამზირა ლაბარტყავას და ყველა დედას დღევანდელ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.



