2023 წლის 8 მარტს ქალაქის მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ფოთის საფეხბურთო სკოლას გადასცა 100 ბურთი, ხოლო სკოლის მწვრთნელებს – ახალი სპორტული ეკიპირება.
2022 წელს ფოთის საფეხბურთო სკოლას 6 ახალი მწვრთნელი დაემატა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლაში მწვრთნელების ლიცენზირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„მე, როგორც სპორტის უდიდესი გულშემატკივარი ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალაქში სპორტის ყველა სახეობა გავაძლიეროთ, ფოთელმა სპორტსმენებმა ამ ქალაქში დაინახონ თავიანთი პერსპექტივა და შეძლონ ნიჭი და უნარები სწორედ ფოთში განავითარონ. მადლობას ვუხდი ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს!“ – განაცხადა ქალაქ ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.
ფოთის საფეხბურთო ცენტრს 300-ზე მეტი მოსწავლე და 19 მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ინტენსიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა შეჯიბრებებში.