ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შეფასების 2022 წლის ანგარიში წარმოადგინა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ანგარიშის მიხედვითაც ლიდერია და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე საჯარო დაწესებულება გახდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, 374 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მიღწეულ შედეგს თითოეულ თანამშრომელს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.