ფოთის პროკურატურის წარმომადგენელმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის
ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
დღეს, 20 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუასთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან, საჯარო მოხელეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრას „არა ფემიციდს“ დაესწრნენ.
შეხვედრა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე კოდუა უძღვებოდა.
პროკურატურის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს მათი უფლებების შესახებ და
გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას, დანაშაულის პრევენციისათვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვა, მხარდაჭერა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესი. ასევე საუბარი შეეხო ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და აუდიტორიამ მისთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღო.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN
Women) მხარდაჭერით ხორციელდება.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის
დანაშაულების პრევენცია.