#ჩვენთანერთადდაარაჩვენთვის
დღეს საქართველო დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ინიციატივას მეთორმეტედ უერთდება.
ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა მოსწავლე- ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ორგანიზებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ღონისძიება მოაწყო და საჩუქრები გადასცა მათ.
ღონისძიებას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მაია დოლბაია, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიო ყოველ წელს სხვადასხვა ლოზუნგით ხვდება.
2023 წლის დღევანდელი დღის დევიზია – ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის, რაც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და ყველას თანაბარ ჩართულობას გულისხმობს.