დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ანგარიში ქალაქ ფოთში “ქალებისა და გოგოებისთვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გიორგი თოლორდავამ წარმოადგინა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის მიხედვით, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა საბჭოს წევრმა მაია მაკალათიამ „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსის მინიჭების შესახებ ვრცლად ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული ნომინაციაში ,, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გახდა და „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის“ ქვეპროგრამას 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის სტატუსი მიენიჭა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე დღესვე საბჭოს 2023-2025 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფი დაამტკიცეს.
სხდომას გენდერული საბჭოს წევრების გარდა საჯარო მოხელეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ