ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 28 მარტს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში,
ლარნაკას ქუჩაზე მდებარე 282.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
04.01.03.009) შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთისათვის“ პირდაპირი
განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო
მისასვლელი ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
განკარგულების პროექტი -,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის
დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022
წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში,
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი
04.01.20.053) შპს ,,მეტალ ტრეიდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით,
სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის
მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით
სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“