ზუსტად 33 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის, პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეროვნულ სტადიონზე 80 ათასი მაყურებელი დაესწრო,სადაც თბილისის „იბერია“ („დინამო“) ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდა.
ისტორიული მატჩი ფოთის „კოლხეთი 1913“-ის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 1990 წლის 15 თებერვალს დაარსდა, 30 მარტს კი პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.
განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელ ვეტერან ფეხბურთელებს და ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაარსების საიუბილეო თარიღს და ვუსურვებ წარმატებებს!
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა
#30_მარტი_დამოუკიდებელი_საქართველოს_პირველი_ეროვნული_ჩემპიონატის_გახსნის_დღეა
#ამდღეს_33წლის_წინ
#ეროვნულილიგა