დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეა.
1991 წლის 31 მარტს, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, მწერლის, მთარგმნელის, პოლიტიკოსის, დისიდენტის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.