ქალაქ ფოთში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატი 30 ახალგაზრდა გახდა.
მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე. პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.
ვულოცავთ სტიპენდიატებს და ვუსურვებთ წარმატებებს!