13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი – ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“.
სითითონის მიზანი ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა.
– თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
– სითითონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან.
– მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. გუნდური მონაწილეობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის თითოეულმა წევრმა, ინდივიდუალურად.
სითითონის წესებისა და რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/rBEHV
სითითონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lFMQ0