2023 წლის 12 აპრილს , 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
(ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. N12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მეექვსე გეგმიური სხდომა.
დასწრება თავისუფალია.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 სხდომის
დღის წესრიგი:
12 აპრილი, 2023 წელი.
1.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის დამტკიცების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 483.00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.878) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ზოგიერთი კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: ნიკა კორშია – იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის
კომისიის თავმჯდომარე/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ.
/მომხს: დავით კვიციანი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი/
/თანამომხს:ბექა მორჩილაძე – სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/
5.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე.
/მომხს: დავით კვიციანი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი/
/თანამომხს:ბექა მორჩილაძე – სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე/
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა