ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 11 აპრილს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხი
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 483.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.878) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.