2023 წლის 12 აპრილს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე ტყებუჩავას ხელმძღვანელობით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეექვსე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი :
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშის დამტკიცების, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესწავლის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 483.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.878) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ზოგიერთი კერძო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების ადგილების განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ხუთი განკარგულება და ერთი დადგენილება.