ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას სადღესასწაულო ნობათი და სასაჩუქრე კალათები დაურიგდათ.
სააღდგომო ნობათი დაურიგდა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს, უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებს და ვეტერანებს