#14_აპრილი_ქართული_ენის_დღეა
დღეს დედაენის დღეა! ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
შესაძლო ცვლილების თანახმად, საბჭოთა კავშირის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა, რის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა, რასაც წინ აღუდგა სრულიად საქართველოს მოსახლეობა.
1978 წლის 14 აპრილს ქართველმა სტუდენტებმა ზუსტად 45 წლის წინ რუსთაველის გამზირზე მოაწყო მასობრივი გამოსვლები,საპროტესტო აქციები და მანიფესტაციები,რომელმაც შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
“მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”- იაკობ გოგებაშვილი.