საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია დოლბაია და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა მე-17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებას ესტუმრნენ და აღსაზრდელებს წიგნის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის მსახიობებმა: ნინო პაჭკორიამ, ელგუჯა ქარაიამ და თემურ გოგინავამ საბავშვო თეატრალური სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად სცენაზე ზღაპარი “კომბლეს” გმირები გააცოცხლეს, რამაც პატარების დიდი ინტერესი და ოვაცია გამოიწვია.
ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხეს და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მსგავსი ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და საკრებულოს მხარდაჭერით, პერიოდულად სხვა საბავშვო ბაღებშიც გაიმართება.