ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური ახალი ავტომობილებით აღიჭურვა.
მუნიციპალური ინსპექცია 2022 წელს ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა.
სამსახური, ქალაქის იერსახის, გარე-რეკლამის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, ფოთის ტერიტორიაზე მშენებლობის, კომპეტენციის ფარგლებში სანიტარული კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი გააგრძელებს აქტიურ ზრუნვას ქალაქში იერსახის, წესრიგისა და სისუფთავის დასაცავად.