2023 წლის 29 მაისს , 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში
(ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. N12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მეშვიდე გეგმური სხდომა.
დასწრება თავისუფალია.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომის
დღის წესრიგი:
29 მაისი, 2023 წელი.
1.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №14/49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
2.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება FIAT TIPO-ს (რეგისტრაციის ნომერი – VN 167 NN, გამოშვების წელი – 2022) FIAT TIPO-ს (რეგისტრაციის ნომერი – VN 168 NN, გამოშვების წელი – 2022) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციასათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემის საკითხის ცნობად მიღების შესახებ
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
3,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023 -2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხს: მაია დოლბაია – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე /
/თანამომხს: ნანა ვეკუა – სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/