ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2023 წლის 25 მაისს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება FIAT TIPO-ს (რეგისტრაციის ნომერი – VN 167 NN, გამოშვების წელი – 2022) FIAT TIPO-ს (რეგისტრაციის ნომერი – VN 168 NN, გამოშვების წელი – 2022) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უვადო სარგებლობაში გადაცემის საკითხის ცნობად მიღების შესახებ“.