ფოთში ეროვნული დღესასწაული 26 მაისი აღინიშნა! დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება დილიდან დაიწყო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართა,მათ შორის პატარებისათვის შემეცნებითი და გასართობი თამაშები,ასევე ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი.
მოსახლეობას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა კონცერტი ფოთელი შემსრულებლების მონაწილეობით.
17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სრულიად საქართველოში,მათ შორის ფოთშიც საზეიმო ვითარებაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით აღინიშნა.
სადღესასწაულო აქტივობა ქალაქ თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით დასრულდა.