ფოთში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნა!
ქალაქის ცენტრში აღიმართა სახელმწიფო დროშა.
ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა გაიმართა.
მთელი დღის მანძილზე, ადგილობრივი მუსიკალური სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით მიმდინარეობდა საზეიმო კონცერტი; თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა; მოწყობილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა ქეთი ხატიაშვილის აკადემიის მასტერკლასი.
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
საზეიმო ღონისძიებები თბილისის მერიის ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.