✅ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით ყოველ წელს, 5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
🌎 გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
👉გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით “გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა”(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას.
🚮 წლევანდელი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა – პლასტიკური ნარჩენებით გამოწვეული დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია და ეკოსისტემის აღდგენა.