ქალაქ ფოთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, რომლის ღირებულება 3 885 000 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის შიდა ინფრასტრუქტურა და გარე სივრცე თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. პრაიმ ბეტონი ახორციელებს. პატარები, ახალ სასწავლო წელს, მოდერნიზებულ ბაღში განაახლებენ სასწავლო პროცესს.