ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სს ,,ლაზიკა მედი“-ს ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლებისათვის ფარისებრი ჯირკვლის გამოსაკვლევად.
აქციის ფარგლებში პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ესარგებლათ ენდოკრინოლოგის კონსულტაციით და ექოსკოპიით.
აქცია განმეორებით ჩატარდება 2023 წლის 16 ივნისს, 11:00-ზე.
მისამართი: ქალაქი ფოთი, გ.ჭანტურიას ქუჩა N16.