15 ივნისს, რეგიონების განვითარების მიზნით, გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია “ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) სისტემის გაძლიერება საქართველოში”.
კონფერენცია მიეძღვნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური დონის აქტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხებს. ჩატარდა რამდენიმე სესია:
გაიმართა პანელური დისკუსია ადგილობრივი და ცენტრალური დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირების მონაწილეობით. დისკუსიის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ საქართველოში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის გაძლიერებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები განიხილა.
შეხვედრაზე, ქალაქ ფოთში განხორციელებული პროექტის „PACA-კონკურენტული უპირატესობის ამაღლება თანამონაწილოების გზით” შესახებ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსმა, ნინო გვასალიამ ისაუბრა.
პირველ ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მუნიციპალიტეტის მერები, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება დაფინანსდა შვეიცარიის მთავრობის მიერ, თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ორგანიზაცია „მეზოპარტნიორის” ორგანიზებით და განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით.