2023 წლის 27 ივნისს, 11:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სხდომათა დარბაზში
(მის: აღმაშენებლის N12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა
დღის წესრიგის პროექტი:
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის „ქალაქ ფოთში არსებული ფანტანების, მინი სპორტული მოედნების, ბავშვთა სათამაშო მოედნების და სკვერების მდგომარეობისა და მათი უსაფრთხოების დადგენასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თაობაზე.
- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი დადგენილებების პროექტების თაობაზე:
ა) ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
ბ) „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ივლისის №17/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;
გ) ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის №5/22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
დ) „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 24 მაისის №5/20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო
საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ნიკა კორშია